

ამ კურსის განმავლობაში იმ საფრთხეების შესახებ ვისაუბრებთ, რომელთა ცოდნაც თქვენი ანგარიშების, მასალების და პირადი ინფორმაციის დაცულობას უზრუნველყოფს. ამით მოგეცემათ საშუალება, ციფრული უსაფრთხოება, ჩემგან განსხვავებით, არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე ისწავლოთ.
ლილი ფულარიანი - ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სპეციალისტი, ტრენერი.
ციფრულ ტექნოლოგიებს ასწავლის 2017 წლიდან. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჯეოლაბის ლექტორი. ამჟამად ასწავლის Gipa-ში. წლების განმავლობაში იყო რამდენიმე ორგანიზაციის თუ კომპანიის ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი, ტრენერი და კონსულტანტი. ცდილობს, ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა გაავრცელოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებში, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ონლაინ არსებული საფრთხეების წინაშე.