მეწარმეობის კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
კონსტრუქციული კომუნიკაციის კურსი მიზნად ისახავს შესაბამისი უნარების საბაზისო განვითარებას, რაც პიროვნებას ხელს შეუწყობს როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ განვითარებაში.
კურსის ფარგლებში შეისწავლით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი მათემატიკის ძირითად პრინციპებს.
კურსის მიზანია გაგაცნოთ სტრესის ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხები, დაგეხმაროთ სტრესის მართვისა და თვითზრუნვის უნარების განვითარებაში, რაც გაზრდის თქვენი პიროვნული სტრესმედეგობის დონეს.
კურსი დაგეხმარებათ, გაიაზროთ სასწავლო მიზნების მიღწევაში სწავლის სწავლის, როგორც კომპეტენციის, მნიშვნელობა.
კურსის მიზანია გაზარდოს თქვენი თვითგანვითარების მოტივაცია და ხელი შეგიწყოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაში.