მათემატიკისა და სტატისტიკის კურსი

კურსის ფარგლებში შეისწავლით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი მათემატიკის ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. კურსში მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებაა გაერთიანებული და, შეძლებისდაგვარად, მარტივადაა გადმოცემული ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი მათემატიკური ცოდნა. ამ კურსში შეხვდებით მოდულებს ალგებრიდან, სადაც განხილულია წილადები და პროცენტები, გეომეტრიიდან, სადაც საუბარია ძირითად გეომეტრულ ფიგურებსა და მათ პარამეტრებზე. კურსში განხილულია ასევე აღწერითი სტატისტიკა და მისი ელემენტები და სრულდება ალბათობის თეორიით და კომბინატორიკით, რაც ძალიან გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

ცვატა ბერძენიშვილი

სტატისტიკოსი და მონაცემთა ანალიტიკოსი

ცვატა ბერძენიშვილი - სტატისტიკოსი და მონაცემთა ანალიტიკოსი. აქვს 10 წლიანი გამოცდილება ტრენინგების და სწავლების მიმართულებით. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და კურსი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის რამდენიმე უნივერსიტეტის და სასწავლო დაწესებულების მოწვეული ტრენერი/ ლექტორი სტატისტიკის და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით. მუშაობდა სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მონაცემთა ანალიტიკოსის და კვლევების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მსგავსი კურსები:

მეცნიერება, მათემატიკა და ტექნოლოგიები