

ტექსტი
დისკრიმინაციის სახეების კატეგორიზაცია, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის საკანონმდებლო რეგულირება, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეფინიციები. პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ქვეფორმები და დისკრიმინაციის სხვა დამოუკიდებელი სახეები. პირდაპირი დისკრიმინაციის არსი, ნიშნები, შესადარებელი ობიექტი, ე.წ. „კომპარატორი“, არათანაბარ სიტუაციაში მყოფი პირების თანაბარი მოპყრობის კონცეფცია, „არათანაბართა თანაბარი მოპყრობის“ გამართლება, დაცული ნიშნები პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის მიზნებისათვის, პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის სასამართლოსეული მიდგომა ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შუქზე, მტკიცების ტვირთის განაწილება, ასოციაციით დისკრიმინაცია, აღქმით დისკრიმინაცია და ვიქტიმიზაცია, ანუ ე.წ. „გამსხვერპლება“, როგორც პირდაპირი დისკრიმინაციის ქვესახეები.
შევიწროების არსი, საკანონმდებლო რეგულირება, შევიწროების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და სამართლებრივი შედეგები; სექსუალური შევიწროება, როგორც შევიწროების სახესხვაობა; სექსუალური შევიწროების გავრცელებული ფორმები; სექსუალური შევიწროება შრომით-სამართალებრივ კონტექსტში; შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების სამართლებრივი შედეგები; დისკრიმინაციისაკენ მოწოდება, როგორც დისკრიმინაცია; გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისაკენ მოწოდების გამიჯვნის ფარგლები; დისკრიმინაციისაკენ მოწოდების სამართლებრივი შედეგები. ირიბი დისკრიმინაციის არსი და თავისებურებები; ნეიტრალური წესის, მოპყრობისა, თუ დე ფაქტო მდგომარეობის მნიშვნელობა ირიბი დისკრიმინაციის დადგენისას; ნეიტრალური წესით განპირობებული შედეგობრივი უთანაბრობა; ე.წ. „ობიექტური ფაქტორებით“ განპირობებული ნეიტრალური წესი, რომლითაც ირიბი დისკრიმინაცია გამოირიცხება.
შესადარებელი ობიექტის, ანუ ე.წ. „კომპარატორის“ არსი, მისი დანიშნულება და საჭიროება დისკრიმინაციის დადგენისას; იდენტური ან არსებითად მსგავსი სიტუაციის დეფინიცია; კომპარატორის მითითების ვალდებულება; კომპარატორის მითითების გარეშე დისკრიმინაციის დადგენის შესაძლებლობა; დაცული საფუძვლების ე.წ. „ღია“ და „დახურული“ ნუსხა; დაცული საფუძვლების კლასიფიკაცია, მათი ისტორიული განვითარება და მოდერნისტული ჩამოყალიბება; დაცულის საფუძვლის მითითების ფაკულტატური ბუნება; ე.წ. „მკაცრი“ და „რაციონალური შეფასების ტესტის“ მიმართება დაცულ საფუძვლებთან; საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი; კონსტიტუციური დებულების განმარტება და მისი ევოლუცია თანამედროვე მოდელამდე. ე.წ. „სპეციალური ღონისძიების“ არსი, თავისებურება, დანიშნულება, გამოყენების მასშტაბი; ე.წ. „პოზიტიური დისკრიმინაციისა“ და სპეციალური ღონისძიებების ურთიერთმიმართება; სპეციალური ღონისძიებების საყოველთაოდ ცნობილი მოდელები და მათი ეფექტური გამოყენება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. თანასწორობის უფლების არსი; განსხვავებული მოპყრობის დასაშვებობის ზღვარი; თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაციის აკრძალვა; განსხვავება დისკრიმინაციულ დიფერენციაციასა და ობიექტური გარემოებებით განპირობებულ დიფერენციაციას შორის.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი: ა. შეჯიბრებითი წარმოების ფარგლებში; ბ. ინკვიზიციური წარმოების ფარგლებში; გ. მტკიცების ტვირთის განაწილება დისკრიმინაციულ დავებში. მტკიცებულებათა სახეები: ა. მხარეთა ახსნა-განმარტება; ბ. წერილობითი მტკიცებულება; გ. ნივთიერი მტკიცებულება; დ.მოწმეთა ჩვენება; ე. ექსპერტის დასკვნა; ვ. სპეციალისტის დასკვნა (ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სხვ. სპეციალისტები); ვ. სიტუაციური ტესტი. დასაშვები და დაუშვებელი მტკიცებულებები: ა. ფარული ჩანაწერი, როგორც კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებ; ბ. დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის საგამონაკლისო შემთხვევები; გ. დაუშვებელ მტკიცებულებათა შეფასების საპროცესო-სამართლებრივი ასპექტები.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შინაარსი, მოქმედების ფარგლები, სასამართლოსა და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული პრაქტიკული საკითხები კანონის ეფექტური გამოყენების მიზნებისათვის; კანონით აღიარებული დისკრიმინაციის სახეები, კერძო და საჯარო ორგანიზაცია/დაწესებულებათა ვალდებულება კანონის მოთხოვნების ეფექტური დაცვის თაობაზე; დისკრიმინაციის მსხვერპლთა ეფექტური დაცვის მექანიზმები; მსხვერპლთათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა; მტკიცების ტვირთის განაწილება. სასამართლოში სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები; მტკიცებულებების შეფასება; ე.წ. „Prima facie“ მტკიცება; პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების მნიშვნელობა. სახალხო დამცველის ფუნქცია და მანდატი დისკრიმინაციის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის საქმეში; სახალხო დამცველის მხრიდან მოკვლევის დაწყების წინაპირობები; მოწმეთა გამოკითხვა; არაიდენტიფიცირებადი წყარო და წყაროს გამჟღავნების დაუშვებლობა; სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი და მისი მტკიცებულებითი ძალა სასამართლოში.
მოსამართლე