ადამიანის უფლებები

კურსის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ, გაეცნოთ ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ საკითხებს.

კურსში განხილულია ადამიანის ძირითადი უფლებების საკვანძო საკითხები, ძირითადი უფლების შინაარსი, დაცული სფერო, უფლების დარღვევისა და უფლების შეზღუდვის შეფასების საკითხები, ასევე, ძირითადი უფლების განვითარების ეტაპები. კურსში მიმოხილულია თავისუფლების, თანასწორობისა და საპროცესო უფლებების საფუძვლები, მათი საბაზისო შინაარსი, პრაქტიკული გამოყენება და მოქმედებასთან დაკავშირებული თემატიკა. 

ადამიანი, როგორც ძირითადი უფლების ღირებულება, ადამიანის უფლების გაგება, ძირითადი და კერძო უფლება, პოზიტიური და ბუნებითი უფლებები, უფლების სუბიექტები, დამცავი და პოზიტიური უფლებები, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებით, სამოქალაქო უფლებები

თავისუფლებათა დიდი ქარტია, უფლებათა პეტიცია, ჰაბეას კორპუსი, დამოუკიდებლობის დეკლარაცია, უფლებათა ბილი, პირველი და მეორე ტალღების კონსტიტუციები - უფლებათა ტრანსფორმაცია - თეორიიდან პრაქტიკამდე, მსოფლიო ომების გავლენა ადამიანის უფლებებზე, უფლებების გამყარება საერთაშორისო აქტებით, ადამიანის უფლებების პრაქტიკული მოქმედება და გათვალისწინება ეროვნულ კანონმდებლობაში, ადამიანი, როგორც თანამედროვე სახელმწიფოსა და სამართლის ამოსავალი იდეა

უფლებაში ჩარევა, ლეგიტიმური საჯარო მიზანი, ჩარევის გამართლება, თანაზომიერების პრინციპი, ბალანსი საჯარო მიზანსა და უფლების შეზღუდვას შორის.

ღირსების იდეა, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, ღირსებისა და პატივის განსხვავება, თავისუფლების კონცეფცია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, პიროვნული უფლებები და საქმიანობის თავისუფლება.

თანასწორობის იდეა და დისკრიმინაციის აკრძალვა, თანასწორობის უფლების დარღვევა და მისი პრევენცია, დისკრიმინაციის კლასიკური და არაკლასიკური ნიშნები, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია, საკუთრების უფლებით დაცულის სფერო, საკუთრების უფლებაში ჩარევა, შეზღუდვა, ექსპროპრიაცია.

გამოხატვის თავისუფლება, რწმენა, აღმსარებლობა, სიტყის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, პოლიტიკური საქმიანობა, პარტიული საქმიანობა, საარჩევნო უფლება, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.

ფიზიკური თავისუფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მირანდას წესები, განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა.

დიმიტრი გეგენავა

ტრენერი

პროფესორი, სამართლის დოქტორი.

მსგავსი კურსები:

მოქალაქეობა