კურსში განხილულია ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისა და დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები: საბაზისო საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები და პაქტები, რომლებმაც საყოველთაოდ ან რეგიონულ დონეზე უზრუნველყვეს ძირითადი უფლებების დაცვის მექანიზმები. კურსში მიმოხილულია საერთაშორისო სასამართლოების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, როლი და მანდატი. ეროვნული მექანიზმებიდან მოცემულია საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცელი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საკვანძო საკითხები: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, უფლების დაცვის რეგიონული მექანიზმები.

საკვანძო საკითხები: საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, წამების წინააღმდეგ კომიტეტი და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ევროსასამართლო და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ინსტიტუტები.
საკვანძო საკითხები: ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები და სასამართლო, საერთო სასამართლოები, სარჩელი, საჩივარი, საკონსტიტუციო სასამართლო და მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის მანდატი, კონსტიტუციური სარჩელი.
საკვანძო საკითხები: საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი, სახალხო დამცველს მანდატი, განცხადებით მიმართვა და ადმინისტრაციული ორგანოები, პერსონალური მონაცემების დაცვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პროფესორი, სამართლის დოქტორი.