კონსტრუქციული კომუნიკაცია

კონსტრუქციული კომუნიკაციის კურსი მიზნად ისახავს შესაბამისი უნარების საბაზისო განვითარებას, რაც პიროვნებას ხელს შეუწყობს როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ განვითარებაში.

კონსტრუქციული კომუნიკაცია არის ორ, ან მეტ ადამიანს შორის ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი პროცესი, როდესაც ჩართულ პირებს შორის ხდება მაქსიმალური მოსმენა, გაგება და აღიარება. იმისათვის, რათა მივაღწიოთ კონსტრუქციულ კომუნიკაციას მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ კომუნიკაციის პროცესის ზოგად პრინციპებს და ვფლობდეთ შესაბამის ტექნიკებს. აღნიშნული მოდული ეყრდნობა სწორედ იმ პრინციპების გაცნობიერებას და ტექნიკების დახვეწას, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება კონსტრუქციული კომუნიკაციის წარმართვაში, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სიტუაციებში. კურსის მიზანია მსმენელების იმ საბაზისო ცოდნით აღჭურვა, რაც მათ დაეხმარებათ ეფექტიანად მართონ პროცესი როგორც საქმიან, ისე პირად კომუნიკაციაში. კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები;
  • აღმოაჩინონ კომუნიკაციის პროცესში არსებული ბარიერები და შეძლონ მათი ეფექტიანად მართვა;
  • მოახდინონ მათი სათქმელის ფორმულირება მსმენელისათვის მისაღებ/გასაგებ ენაზე;
  • შეამცირონ როგორ საკუთარი, ასევე მსმენელის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა და ემოციური ფონი;
  • გასცენ ეფექტიანი უკუკავშირი.

ნინო ჩალაძე

ტრენერი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალური უნარების ტრენერი. თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტის (თსუ) მაგისტრი ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირებაში. 2015 წლიდან ატარებს ტრენინგებს სოციალური უნარების მიმართულებით შემდეგ თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, პრეზენტაციული უნარები, ტრენერთა ტრენინგი, გუნდური მუშაობა და სხვა. ტრენერის რანგში მისი საქმიანობა მოიცავს თანმშრომლობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. მიღებული აქ მონაწილეობა სხვადასხვა ადილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, რომელიც უკავშირდებოდა სამიზნე ჯგუფის სოციალური უნარების გაძლიერებას და ფსიქოგანათლებას. 2017 წლიდან საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიული საზოგადოების წევრი. ამავე საზოგადოების, ევროპის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის მიერ აკრედიტებული, დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამის კურსანტი. 2020 წლიდან მუშაობს ფსიქოთერაპევტად.

მსგავსი კურსები:

პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია

წიგნიერება