ემოციური ინტელექტის განვითარება

კურსის მიზანია გაზარდოს თქვენი თვითგანვითარების მოტივაცია და ხელი შეგიწყოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაში.

პიროვნული განვითარება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს და მოიცავს პიროვნების განსხვავებულ ასპექტებს. ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ გარდა ფიზიკური, გონებრივი თუ შემოქმედებითი განვითარებისა, მნიშვნელოვანია ემოციური სფეროს განვითარებაც.

ითვლება, რომ ემოციური მომწიფება, კერძოდ ემოციებთან დაკავშირებული პიროვნული მახასიათებლების განვითარება თავისთავად მოხდება ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე, რასაც სჭირდება დრო. რეალურად, კვლევების თანახმად, ემოციური განათლების მიღება ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის სწრაფად, უმტკივნეულოდ ჩამოყალიბებას და განაპირობებს ადამიანის წარმატებას.

კურსის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ემოციურ განათლებას. გაეცნობით ემოციების ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხებსა და  ემოციური ინტელექტის პიროვნული განვითარების მოდელს, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის ანალიზში, თვითგამორკვევაში, თვითმართვისა და ემოციების რეგულაციის უნარების განვითარებაში.

კურსი აგებულია ფსიქოგანათლების პრინციპებზე, ეფუძნება საერთაშირისო გამოცდილებას, კერძოდ ბოლო ათწლეულის კვლევებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიგნებებსა და თანამედროვე მიდგომებს.

პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:

  • პიროვნული განვითარების მოდელი

  • ემოციების მოქმედების მექანიზმი

  • თვითმართვა და ემოციების რეგულაცია

  • ჯანსაღი თვითშეფასება და თვითმოტივაცია

გაითვალისიწინეთ, პროგრამის თითოეული  ნაწილის ბოლოს თქვენ ავსებთ ქვიზს, რათა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. კურსის ბოლოს კი - შემაჯამებელი ტესტის გამოყენებით შეძლებთ შეაფასოთ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის გავლისთვის საჭიროა თქვენი აქტიური ჩართულობა. პროგრამა მოიცავს ვიდეო-მასალას, ფსიქოლოგიურ ტესტებს, ქვიზებს, საკითხავ მასალას, დამატებით წყაროებსა და ინდივიდუალურ აქტივობებს.

კურსს უძღვება ფსიქოლოგი - მაია ხოსიტაშვილი, ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-solutions”-ის  დამფუძნებელი.

კვირა 1. ემოციური ინტელექტის პიროვნული განვითარების მოდელი მოდულის აღწერა მოცემულ მოდულში თქვენ გაეცნობით თეორიებს ემოციური ინტელექტის შესახებ, პიროვნული განვითარების თანამედროვე მოდელს და ემოციური კომპეტენციების ჩარჩოს. მიიღებთ ინფორმაციას ემოციური განვითარებისა და ემოციებთან დაკავშირებული პიროვნული მახასიათებლების შესახებ. გაიაზრებთ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვან როლს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისა და უწყვეტი პიროვნული განვითარების პროცესში. თვითანალიზისა და რეფლექსიის გზით შეაფასებთ საკუთარ თავს ემოციური ინტელექტის 15 კომპონენტიანი მოდელის გამოყენებით. სწავლების მიზნები მოცემული მოდულის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ: - განსაზღვროთ ემოციური ინტელექტის მნიშნელობა და მისი როლი უწყვეტი პიროვნული განვითარების პროცესში - აღწეროთ ემოციური ინტელექტის მოდელი და მისი შემადგენელი კომპონენტები - შეაფასოთ საკუთარი თავი ემოციური ინტელექტის მოდელის გამოყენებით - ახსნათ ემოციური კომპეტენტურობის ჩარჩოს მნიშვნელობა თითრეალიზების პროცესში - გამოიყენოთ მიღებული ცოდნა ყოველდიურ ცხოვრებაში საკუთარი თავის ანალიზისა და თვითგანვითარების მიზნებისთვის

მაია ხოსიტაშვილი

ტრენერი

ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-solutions”-ის  დამფუძნებელი.

 

მსგავსი კურსები:

პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია