

კურსის შესახებ
ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შეიძლება აღმოჩნდეს სტრესულ სიტუაციაში. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნული განვითარების ადრეულ ასაკში სტრესი მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ მხრივ, გამორჩეულია მოზარდობის ასაკი, რომელიც დაკავშრებულია კომპლექსურ ცვლილებებთან და შესაბამისად სტრესის მაღალ პოტენცილათან.
კურსის მიზანია გაგაცნოთ სტრესის ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხები, დაგეხმაროთ სტრესის მართვისა და თვითზრუნვის უნარების განვითარებაში, რაც გაზრდის თქვენი პიროვნული სტრესმედეგობის დონეს, ასევე გაგიადვილებთ რთულ სიტუაციებში საკუთარი თავის მართვასა და პროდუქტიულობის შენარჩუნებას.
კურსი აგებულია ფსიქოგანათლების პრინციპებზე, ეფუძნება საერთაშირისო გამოცდილებას, კერძოდ ბოლო ათწლეულის კვლევებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიგნებებსა და თანამედროვე მიდგომებს.
პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:
გაითვალისიწინეთ, პროგრამის თითოეული ნაწილის ბოლოს თქვენ ავსებთ ქვიზს, რათა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. კურსის ბოლოს კი - შემაჯამებელი ტესტის გამოყენებით შეძლებთ შეაფასოთ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი.
კურსის გავლისთვის საჭიროა თქვენი აქტიური ჩართულობა. პროგრამა მოიცავს ვიდეო-მასალას, ფსიქოლოგიურ ტესტებს, ქვიზებს, საკითხავ მასალას, დამატებით წყაროებსა და ინდივიდუალურ აქტივობებს.
კურსს უძღვება ფსიქოლოგი - მაია ხოსიტაშვილი, ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-solutions”-ის დამფუძნებელი.
მოცემულ მოდულში თქვენ გაეცნობით სტრესის ფსიქოლოგიის ძირითად ტერმინებს, სტრესის ფორმულას, მისი მოქმედების მექანიზმსა და სტრესის მართვისადმი თანამედროვე მიდგომებს. გეცოდინებათ სტრესის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. გაიაზრებთ სტრესმედეგობის მნიშვნელობას, მის განსაკუთრებულ როლს პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისა და უწყვეტი პიროვნული განვითარებისთვის.
მოცემულ მოდულში თქვენ გაეცნობით მითებს სტრესის შესახებ, ასევე სტრესის განსხვავებულ ტიპებს და ფორმებს. ფსიქოლოგიური ტესტის გამოყენებით შეაფასებთ საკუთარი სტრესის ხარისხს და განსაზღვრავთ თქვენი სტრესის ინდექსს. მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სტრესის სიმპტომებისა და წყაროების შესახებ, გაიაზრებთ სტრესის გადამუშავების ოთხ ძირითად დონეს, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი სტრესული სიტუაციების ანალიზში.
მოცემულ მოდულში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მითებზე თვითზრუნვის შესახებ. გაეცნობით თვითზრუნვის განსხვავებულ ფორმებსა და სტრატეგიებს. გაიზარებთ საკუთარ თავზე ზრუნვის განსაკუთრებულ როლს პიროვნული სტრესმედეგობის გაზრდაში. შეძელბთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების ტექნიკა - ,,კაიზენი“.
მოცემულ მოდულში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას სტრესის მართვისა და თვითზრუნვის ძირითადი სტრატეგიებისა და ტექნიკების შესახებ. გაეცნობით სტრესის გადამუშავების სამ ძირითად მიდგომას. შეძელბთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ სტრესის სხეულით, აზროვნებით ან ემოციებით მართვისა და ჯანსაღად გადამუშავების ტექნიკები.
ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-solutions”-ის დამფუძნებელი.