სწავლის სწავლა

კურსი დაგეხმარებათ, გაიაზროთ სასწავლო მიზნების მიღწევაში სწავლის სწავლის, როგორც კომპეტენციის, მნიშვნელობა.

კურსის ფარგლებში შეძლებთ, დაფიქრდეთ სწავლის მოტივაციის მნიშვნელობაზე; გააანალიზოთ, როგორ შეგიძლიათ სწავლის პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა. ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, დაინახოთ, როგორ შეიძლება უპასუხოთ სწავლის პროცესში არსებულ ბარიერებს, რომელიც ხელს შეიძლება გიშლიდეთ სასურველი სასწავლო მიზნების მიღწევაში.

სასწავლო მოდულის „სწავლის სწავლა“ პირველი თემაა მოტივაციის როლი და სწავლის პროცესის მამოტივირებელი ტექნიკები. მოდულის ამ ნაწილის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ: • გაიგონ სწავლის, როგორც პროცესის, განმარტება; • გაიაზრონ მოტივაციის მნიშვნელობა დასახული სასწავლო მიზნის მიღწევის პროცესში; • საკუთარ თავზე გამოცადონ და შეარჩიონ მათ სასწავლო საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი სწავლის პროცესის მამოტივირებელი ტექნიკები. პირველი თემა მოიცავს: - ვიდეო ლექციას; - დამატებით საკითხავ მასალასა და რესურსებს; - ინტერაქციულ ინდივიდუალურ სავარჯიშოს.

სასწავლო მოდულის „სწავლის სწავლა“ მეორე თემაა სწავლის პროცესის ორგანიზება ნაბიჯ-ნაბიჯ. მოდულის ამ ნაწილის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ: • გაიაზრონ დამოუკიდებელი სწავლის ტექნიკები და გამოცადონ ის საკუთარი სასწავლო საჭიროებების შესაბამისად; • გაიგონ, როგორ დაისახონ ინდივიდუალური სასწავლო მიზნები და დაგეგმონ მიზნის მისაღწევი ნაბიჯები; • მიიღონ ინფორმაცია ხელმისაწვდომი და ეფექტური ონლაინ სასწავლო რესურსების შესახებ. მეორე თემა მოიცავს: - ვიდეო ლექციას; - დამატებით საკითხავ მასალასა და რესურსებს; - ინტერაქციულ ინდივიდუალურ სავარჯიშოს.

სასწავლო მოდულის „სწავლის სწავლა“ მესამე თემაა სწავლის პროცესში არსებული ბარიერები და მათი დაძლევის გზები. მოდულის ამ ნაწილის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ: • გაიაზრონ სწავლის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები და ბარიერები; • გაიგონ, როგორ შეუძლიათ დაძლიონ სწავლის პროცესის შემაფერხებელი ბარიერები; • საკუთარ თავზე გამოცადონ სწავლის პროცესის ეფექტიანობის გაზრდის ტექნიკები. მესამე თემა მოიცავს: - ვიდეო ლექციას; - დამატებით საკითხავ მასალასა და რესურსებს; - ინტერაქციულ ინდივიდუალურ სავარჯიშოს.

სულხან ჩარგეიშვილი

ტრენერი

განათლების ადმინისტრირების (ილიას სახელმწიფო უნივერსისიტეტი) და საერთაშორისო სოციალური მუშაობის (ერასმუს მუნდუსის საერთო სამაგისტრო პროგრამა) მაგისტრი.  სულხან ჩარგეიშვილი ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულია 2010 წლიდან. მისი მუშაობის პრინციპი იზიარებს ახალგაზრდების მხარდაჭერის და გაძლიერების მნიშვნელობას, რათა მათ თავად შეძლონ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ხელი შუეწყონ მათ პიროვნულ განვითარებას.

სულხანი ამჟამად სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობს, როგორც კონსულტანტი ახალგაზრდობის საკითხებში.

მსგავსი კურსები:

პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია